“ამჟამად, მე ვარ წარდგენილი შუალედურ არჩევნებში, მაჟორიტარობის კანდიდატად პარლამენტის ბლოკი „ეროვნული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ მიერ. ჩემი წარდგენისთანავე დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ ანტი-პიარი, რომელიც დაიწყო ამ სტუდიაში ბიძინა ივანიშვილის მიერ. ის ცდილობდა წარმოეჩინა ჩემი როლი ნეგატიურად გირგვლიანის საქმეში. ძალიან ბინძური ცილისწამებით დაიწყო მან ეს პიარ კამპანია. შემდეგ ეს პიარ კანპანია გააგრძელა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბატონმა მდინარაძემ. იგივე გააკეთა მურუსიძემაც, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებ აკეთებდა და ასეთი განცხადებების გაკეთება მოსამართლეს ეკრძალება”.
შალვა შავგულიძე, ადვოკატი