“ჩემში აღფრთოვანებას იწვევს ის, რასაც სუხიშვილები აკეთებენ. აღფრთოვანებას იწვევდა მათი სამოქალაქო პოზიციაც.
გული დამწყდება, თუ განსხვავებული ადამიანების სიძულვილით მოტივირებულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას”
მოძრაობა „დავითიანნის“ ინფორმაციით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ მიიღებს მონაწილეობას.