მოძრაობა „დავითიანნის“ ინფორმაციით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „სუხიშვილების“ ცხელ ხაზზე „ლიბერალს“ განუცხადეს, ანსამბლის დირექცია საქართველოში არ იმყოფება და მათ ჩამოსვლამდე აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ნინო ქათამაძის პროდიუსერი.
17 მაისს, 17 საათზე საზეიმო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე გაიმართება, რაც ტაძრის ეზოში დაგეგმილი კონცერტით დასრულდება.