aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გული ძალიან დამწყდება, თუ ამ ჰომოფობიურ ტაშფანდურში მიიღებენ მონაწილეობას – მშვენიერაძე სუხიშვილებზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში სუხიშვილების “ოჯახის სიწმინდის დღისადმი” მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას ეხმაურება.

“ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემით გამოვირჩეოდი იმისადმი, რასაც სუხიშვილები ქმნიდნენ (ქმნიან) და გული ძალიან დამწყდება, თუ ამ ჰომოფობიურ ტაშფანდურში მიიღებენ მონაწილეობას”, – წერს მშვენიერაძე.

მოძრაობა „დავითიანნის“ ინფორმაციით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაში ქართული ესტრადის ვარსკვლავები და ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“ მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „სუხიშვილების“ ცხელ ხაზზე აცხადებენ, ანსამბლის დირექცია საქართველოში არ იმყოფება და მათ ჩამოსვლამდე აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ.

იტვირთბა....