“პარლამენტში რა თემაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბავშვთა სიღარიბე. მე ორი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობ ამ თემაზე და ბოლოსდაბოლოს, ხელისუფლებამაც აღიარა და ეს კარგია, რომ დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ბავშვთა სიღარიბეა. ჩვენ ვნახეთ, რომ არსებობს სკოლებში ნისიების რვეული, ბავშვები ნისიად იღებენ სკოლებში ფუნთუშებს და შემდეგ მათი მშობლები ვერ ახერხებენ ამ თანხის გადახდას. ეს არის კატასტროფა, ეს არისტრაგედია და ეს არის საქართველოს პარლამენტის თითოეული წევრის სირცხვილი. ეს არის საქართველოს მთავრობის სირცხვილი. დღეს მინდა შემოვიდე ინიციატივით, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვება გახდეს უფასო – ჩვენ გვაქვს ამის საშუალება. საქართველოს ბიუჯეტში არის საშუალება, რომ გამოიძებნოს ამის სახსრები. გარკვეული გაანგარიშება გვაქვს ჩატარებული და მზად ვართ, ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან ერთად ვიმუშაოთ ამ საკითხზე. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი თემა, ვიდრე ბავშვთა სიღარიბის დაძლევაა. ხელისუფლება ამბობს, რომ 146 000 ბავშვი 50-ლარიან დახმარებას იღებს. რომ გამოვიანგარიშოთ, გამოდის, რომ დღეში ბავშვზე ორი ლარიც არ არის. მე გეკითხებით, კოლეგებო – თქვენ შვილებს ორი ლარი ყოფნით დღეში? როგორ შეიძლება დღეში ორი ლარი ჩვენი თანამოქალაქეების შვილებს ეყოთ. მინდა ეს მოწოდება საქართველოს პრემიერისა და პრეზიდენტისადმი იყოს გაჟღერებული. აუცილებელია სასწრაფოდ მიიღოთ გადაწყვეტილება და წარუდგინოთ პარლამენტს კონკრეტული გეგმა – როგორ უნდა დავძლიოთ ბავშვთა შიმშილი ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ამ მშიერი ბავშვების მშობლები იყვნენ დასაქმებულები. კონკრეტული პროგრამა გვაქვს ამისთვის ჩვენ გაწერილი, რომელიც წელიწადში 10 000 ოჯახისთვის ითვალისწინებს პატარა საოჯახო ბიზნესის აწყობასა და ჩუქებას. არის ეს ფინანსური ვაკუუმი. თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2 პროცენტი მიდის ნატო-ს სტანდარდატის თანახმად თავდაცვაზე. ჩვენ ნატო-ს არაწევრი ქვეყანა ვართ და მაინც ამ სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. ჩვენ პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს მილიარდი ლარი რომაა და თან ნატო არ გვიღებს, ჩვენი შვილები არ გვყვავდეს მშიერი. ან ეს კანონები რისთვის გინდათ, ან ეს სახელმწიფო რისთვის გინდათ, ან ეს დებატები და ჩხუბი რისთვის გინდათ თუ ჩვენი შვილები აბსოლუტურად დაუცველები იქნებიან ქართული სახელმწიფოს მხრიდან და შიმშილში იქნებიან. სირცხვილი “ქართულ ოცნებას”, რომ ამდენი ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში. არაფერს აკეთებს “ოცნება” ბავშვების შიმშილის გადასარჩენად. სამაგიეროდ, მოხალულ თხილსა და ტუალეტის ქაღალდს კარგად ყიდულობენ სამინისტროები ბიუჯეტის ფულით. ტონა ტუალეტის ქაღალდს ნუ იყიდით და ბავშვებს აჭამეთ საჭმელი”
“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ირმა ინაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას;
იტვირთბა....