ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წინასწარი შეფასებით, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 6% პროცენტი შეადგინა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6% პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის,
ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა სახის მომსახურების გაწევის დარგებში. ასევე, ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

2019 წლის ბიუჯეტით ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი საქართველოში 4.5 პროცენტია.

 

იტვირთბა....