ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“არ მისცეთ რუსებს უკრაინის მოქალაქეობა, თორემ მას ყველა რუსი მიიღებს”

პეტრო პოროშენკომ ვლადიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მზად არის, უკრაინის მოქალაქეობა მისცეს ყველას, ვინც „თავისუფლებისთვის იბრძვის და პირველ რიგში, რუსებს”. პოროშენკოს თქმით, რუსებისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება დაუშვებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში რუსეთის ყველა მოქალაქე უკრაინის მოქალაქე გახდება.
     “ჩვენ არ გვგონია, რომ რუსებს უკრაინის წმინდა მოქალაქეობა უნდა გადასცენ, რადგან ამ შემთხვევაში ისინი მას მიიღებენ. 140 მილიონი რუსი მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას, რადგან ჩვენთან უკეთესია”, – განაცხადა პოროშნკომ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სურვილი გამოთქვა, რომ დონეცკის ოლქში მცხოვრებ უკრაინელებს რუსული პასპორტების მიღების პროცედურა გაუიოლდეს.
1tv
იტვირთბა....