aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამხდრო

თავდაცვის მინისტრმა ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოებზე იმყოფებოდა, სადაც მინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენა და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან იზორიამ მუხათგვერდიდან ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ გადაინაცვლა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლები არიან დაკრძალულები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდსა და ვაშლიჯვარში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის მინისტრმა გმირების ხსოვნას პატივი მიაგოსაქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიცვალებულთა მოხსენიების…

Gepostet von საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia am Sonntag, 28. April 2019

იტვირთბა....