„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტს ახალი კანონის ინიცირების მოთხოვნით მიმართავს. ნათელაშვილის ინიციატივა საჯარო სკოლებში უფასო ერთჯერადი კვების დამკვიდრებას გულისხმობს.
ნათელაშვილის განცხადებით, უფასო კვებისთვის სახსრები ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს.
„მე გავუგზავნი პარლამენტის თითოეულ წევრს შესაბამის წერილს. ეს არ არის მემარცხენე გამოგონება, ევროპის საჯარო სკოლებშიც კი, სადაც საშუალო შემოსავალი 3000 – 5000 ევროა, მაგალითად სკანდინავიაში, სკოლებში ერთჯერადი სავალდებულო საბიუჯეტო კვება არის როგორც წესი უძველესი ტრადიცია, რომლის შეცვლაც კი თავში არ მოუვა არც ერთ ხალხის მოძულე პოლიტიკოსს, თუ რა თქმა უნდა, იქ ასეთი არსებობს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.