ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი – ვფიქრობთ, უკრაინის მოქალაქეებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შევთავაზოთ

რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება მომავალში შესაძლოა, ნებისმიერმა უკრაინელმა შეძლოს.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რუსულ მედიაზე დაყრდნობით “პირველი არხი” ავრცელებს.

„ჩვენ ხომ მხოლოდ ლუგანსკის და დონეცკის მცხოვრებლებს არ ვთავაზობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ასეთ საშუალებებს. ვფიქრობთ, რომ მოქალაქეობის მიღების გამარტივებული ფორმები უკრაინის მოქალაქეებს შევთავაზოთ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

იტვირთბა....