independent.co.uk-ის ინფორმაციით, ტრაგიკულად გარდაცვლილი არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას მამა, ჰორაციო სალა გულის შეტევით გარდაიცვალა.
ინფორმაციას პოლიტიკოსმა ხულიო მიულერმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 21 იანვარს 28 წლის არგენტინელი თავდამსხმელის, ემილიანო სალას თვითმფრინავი ლა მანშის სრუტეში დაიკარგა.
8 თებერვალს კი სალა გარდაცვლილი იპოვეს.