ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში, ევროპარლამენტარები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მიიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ტუჟბამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით მიიწვიეს.

ირაკლი ტუჟბამ აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები არიან მოწვეულნი, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატები.

ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან საპრეზიდენტო არჩევნებს“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 21 ივლისს გაიმართება.

იტვირთბა....