ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნინი ქარსელაძის კონცერტი ყვარლის მუნიციპალიტეტს 6 250 ლარი უჯდება

ყვარლის მუნიციპალიტეტი ახალსოფლის სოფლის დღესასწაულის აღსანიშნავად ნინი ქარსელაძის კონცერტის გამართვას გეგმავს. ON.GE-ს ინფორმაციით, კონცერტი, რომელიც 30 აპრილს გაიმართება, ადგილობრივ ბიუჯეტს 6 249 ლარი უჯდება.

“რამდენადაც მომღერალი ნინი ქარსელაძე-ჟორდანია სარგებლობს დიდი პოპულარობით, ღონისძიების ფორმატის გათვალისწინებით, აღნიშნული კონცერტი შექმნის სადღესასწაულო განწყობას, როგორც მოწვეული სტუმრებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისათვის”, — ვკითხულობთ მუნიციპალიტეტის მიერ ამ მომღერალის კონცერტის გამართვის დასაბუთებაში.
წყარო: ON.G

იტვირთბა....