ახალდაბაში, სატელევიზიო ანძის მიმდებარედ, 70 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ანძის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელია.
ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ქსპერტიზის ეროვნული ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება. წინასწარი ინფორმაციით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
როგორც მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.