ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება, მეტრო კი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმუშავებს.  მეტრო 27 აპრილის 23 საათიდან 28 აპრილის დილის 4 საათამდე იმუშავებს.

მუმლაძის თქმით, დაემატება ავტობუსების 8 ახალი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს. მისი თქმით, ძირითადად ეს მეტროსადგურები არის ვარკეთილი, დიდუბე, ვაგზლის მოედანი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი.

იტვირთბა....