ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვოს” – ხულორდავა

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან უსაფუძვლო თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდამ შესაძლოა უვიზო მიმოსვლას პრობლემები შეუქმნას. ამის შესახებ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აკეთებენ. ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“სიტუაცია არის საყურადღებო იმიტომ, რომ მატება ჩვენგან უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის არი სახეზე ევროკავშირის სივრცეში, ასევე გაიზარდა საზღვრიდან მობრუნებულთა რიცხვი. ეს ყველაფერი არის ოფიციალური საფუძველი იმის, რომ ევროკავშირის წევრმა რომელიმე ქვეყანამ, შეიძლება დააყენოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერება” – განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავამ.

იტვირთბა....