ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყაზტრანგაზ თბილისი”, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“ყაზტრანსგაზ თბილისი”  მოსახლეობას, რომლებიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით , ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ აფრთხილებს.

კომპანია მოსახლეობას სთხოვს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.

„ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე, მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ თბილისში“.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დასვენების დღეების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ტრადიციულად, დედაქალაქიდან რეგიონებში მიემგზავრება.

„ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება – შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები.

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ ასევე გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენს საცხოვრებელ ბინაში გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაუფრთხილდით საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს.
„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასწარ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო უქმეებს“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ თბილისში“.

იტვირთბა....