ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.

09:00 საათიდან სამების ტაძარში წირვა დაიწყება. ლიტურგიის შემდეგ კი ფეხთბანვის რიტუალი შესრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 12 მღვდელს ფეხს დაბანს.

ეს ტრადიცია სახარებისეული ეპიზოდის სიმბოლური გამეორებაა, როდესაც ქრისტემ თავის მოწაფეებს, სიმდაბლის ნიშნად, ფეხი დაბანა.

დიდი ხუთშაბათის კიდევ ერთი მსახურება 12 სახარების წაკითხვაა. სახარებიდან მაცხოვრის შეპყრობას, წამებასა და ჯვარცმის ეპიზოდებს წაიკითხავენ. მრევლი ღვთიმსახურებას ანთებული სანთლებით ესწრება, რომელიც შემდეგ სახლში მიაქვთ.

იტვირთბა....