ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: “ივანიშვილი ერთი-ერთზე ჰგავს ასლან აბაშიძეს”

მიხეილ სააკაშვილი ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით “უდოს” კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ასლან აბაშიძეს ადარებს და ამბობს, რომ ივანიშვილს ეშინია ყველა ოპონენტის და ამჯობინებს რომ ისინი ან ციხეში დარჩნენ, ან ქვეყნის გარეთ.

„ივანიშვილი ერთი-ერთზე ჰგავს ასლან აბაშიძეს. მე კარგად მახსოვს ასლან აბაშიძე როგორ ალპობდა ციხეში ასანიძე თავის პოლიტიკურ ოპონენტს და ეშინოდა მისი გაშვება. ივანიშვილისთვის ადამიანის ციხიდან გაშვება არის ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი. რაღაც ესეთი ის ჩაიდო თავში. ხელისუფლების დაკარგვის ტოლფასი, კომფორტის დაკარგვის ტოლფასი. მას უნდა რომ ყველა ოპონენტი ან ჰყავდეს ქვეყნის გარეთ ან ჰყავდეს ციხეში. მაგრამ ასე ხელისუფლება არავის შეუნარჩუნებია მსოფლიოში და ივანიშვილიც ვერ შეინარჩუნებს. პირიქით დააჩქარებს მის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, რომ ვანოს ჯანმრთელობა , წლები პროდუქტიული ამას ეწირება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

იტვირთბა....