“კვირას, არასამუშაო დღეს რატომ იწყებს სამუშაოებს კომპანია, რომელსაც არ აქვს იმ დროისთვის მხარდაჭერა მოსახლეობაში. 35 მშენებელი შეიძლება არც იყო პანკისის ხეობაში, ანუ პოლიციელი უფრო მეტი გააყოლეს ვიდრე მშენებელი იყო. ბუნებრივია, რომ ხეობის მკვიდრნი შეიარაღებულ პოლიციელებს აღიქვამდნენ, როგორც გარკვეულ საფრთხეს. რამდენჯერ უნდა შეეშალოს ხელისუფლებას, რომ შემდეგ ხელისუფლების მოქმედებების უსუსურობა დავინახოთ. წარმოდგენა არ აქვთ პანკისის ხეობაზე, რომ ის არის კუთხე ჩვენი ქვეყნის, სადაც ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა 200 წელია ცხოვრობს, უზადო ქართულით საუბრობენ, ქართულად აზროვნებენ, საქართველო მათი სამშობლოა და იმათგან უნდათ მტრის ხატის შექმნა. არ შეიძლება ცეცხლზე ნავთი დაასხა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს ყავლი გაუვიდა”.
დავით ბერძენიშვილი, „რესპუბლიკური პარტია“