ახალი ამბები მთავარი სამართალი

გირაო არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულია – ვოლსკი ჯიბღაშვილზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განაცხადებით, ლევან ჯიბღაშვილს საკმაოდ დიდი სასჯელი ემუქრება, თუმცა გირაო გამოიყენება მაშინ, როდესაც ეჭვმიტანილს არ შეუძლია გამოძიების შემდგომ განვითარებაზე გავლენა მოახდინოს.

მისივე თქმით, მაღალჩინოსნებთან გადაღებულ სურათებზე საუბარი სპეკულაციაა, რადგან ცნობილ მსახიობთან სურათი ბევრ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გადაღებული.

„სამართლებრივ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ როცა დანაშაული სახეზეა, ყველაფერი დამტკიცებულია და თვითონ ბრალი ვის მიმართაც არის წაყენებული, ყველაფერს აღიარებს, ხელს აწერს და არავისზე გავლენის საშუალებაც არ აქვს, ასეთ შემთხვევაში გირაო არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულია. მას საკმაოდ დიდი ზომის სასჯელი ემუქრება, თუმცა გირაო ეს ის თემაა, როცა ეჭვმიტანილს არ შეუძლია, გამოძიების შემდგომ განვითარებაზე რაიმე გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით.

იტვირთბა....