ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილის ძმამ ქართულ ოცნებას 45000 ლარი შესწირა

ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნოდ 45 ათასი ლარი შესწირა.

ალექსანდრე ივანიშვილს სხვადასხვა დროს პარტიებისთვის 210 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მან 45 ათასი ლარი სალომე ზურაბიშვილს შესწირა. მმართველი პარტიისთვის კი საერთო ჯამში 105 ათასი ლარი აქვს გადარიცხული. თავისუფალი დემოკრატებისთვის, ეროვნული ფორუმისთვის და რესპუბლიკური პარტიისთვის 2012 წელს 20-20 ათასი ლარი შესწირა.

იტვირთბა....