ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

დედაქალაქში არსებულ აგრარულ ბაზრებს, სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს.

სააგენტოს ინფორმაციით, კონტროლდება როგორც ბაზრებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ასევე მაღალი რისკის სურსათის – ხორცის და რძის ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის პირობები.

„სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, აგრარულ ბაზრებში განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო კონტროლის შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, თუმცა გამოვლინდა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორცის რეალიზაციის ორი და ვადაგასული ხორცის რეალიზაციის ერთი ფაქტი, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სურსათი დაილუქა და ამოღებულია ბაზრიდან, ბიზნესოპერატორები კი, დაჯარიმდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ შეიძინონ მაღალი რისკის სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის პირობები და შეუძლებელია მიკვლევადობა.

იტვირთბა....