ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეფე ბრუნდება, ის მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს” – ადვოკატი

„პრაიმტაიმის” პრესკლუბში დავით ბაგრატიონის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რომ მეფე მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

ადვოკატის თქმით, ბრალდებები, რომელიც ბოლო პერიოდში მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ისმის, აბსურდულია.

„ბოლო ხანს მიზნამიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ძალადობა მისი ყოფილი მეუღლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიმართ. ამ ინფორმაციას გააჩნია ერთადერთი მიზანი – მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პატივისა და ღირსების შელახვა. რატომღაც, ე.წ. დაზარალებულის მიერ ამ ფაქტის გასაჯაროება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი სამოქალქო სარჩელი. მათი განმარტებით კი, თითქოს ეს ძალადობა განხორციელდა 5 წლის წინ, რაც ძალიან უცნაურია. ძალიან მარტივია დასკვნის გამოტანა – ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღდმეგ.

ასევე გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ემალება გამოძიებას და ამ მოტივით დატოვა ქვეყანა. ვადასტურებ, რომ ბატონი დავითი ამ დროისთვის ნამდვილად არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი გამგზავრება უკავშირდება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის უახლოეს დღეებში აპირებს დაბრუნებას, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ნებისმიერ კითხვას გასცეს ამომწურავი პასუხი.

ჩემი მარწმუნებლის ინტერესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტურად და გამჭირვალედ წარიმართოს გამოძიება და საზოგადოება მალე დარწმუნდება, რომ მთელი ეს ბრალდებები არის აბსურდი. არანაირი ძალადობა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ არ მომხდრა, – განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.

იტვირთბა....