“ეს ქვეყანა უკვე აღარ არის ქვეყანა არც ერთი მიმართულებით. არც ერთი მიმართულებით სახელმწიფო აღარ მუშაობს. ჩვენ გვაქვს ნომინალური სახელმწიფო, აბსოლუტურად, პანკისის მოვლენებიდან დაწყებული მეტროში, რომ ყოველ დღე ვაგონები ჩერდება ამით დამთავრებული, ეს არის ამის დასტური. ეს ქვეყანა წერია ფურცელზე, რომ ჰქვია საქართველო. გვაქვს დროშა, ჰიმნი, სახელი დანარჩენი არაფერი აღარ გვაქვს, მორღვეულია ყველა მიმართულებით. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასე დედა უტირა ქვეყანას და ეს სიტუაცია შეიცვლება. კარდაკარ დავდივართ და ხალხს უკვე ნაპერწკლები სცვივა”.
ალეკო ელისაშვილი