aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ ვგრძნობთ კონტრაბანდულ ზეწოლას, განსაკუთრებით სიგარეტთან დაკავშირებით” – მაჭავარიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფინანსთა მინისტრმა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სიგარეტთან დაკავშირებით ზეწოლას გრძნობენ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, საბაჟოზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა, ამ მხრივ პრობლემურია კონფლიქტისპირა რეგიონებში.

„განსაკუთრებული პრობლემა არის ინდენტიფიცირებული კონფლიქტისპირა, მოსაზღვრე რეგიონებში. საბაჟოებზე კონტროლი გაძლიერებულია, თუმცა მთიდან, მდინარეებიდან, ტყე-ღრეში გადმოდიან. აქედან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ასევე სხვა სპეცსამსახურები კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რომ ეს მიმართულებები მაქსიმალურად გაკონტროლდეს. მე მგონი, ბოლო თვეში შეინიშნება გაუმჯობესება,“ – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს უსმენენ.

იტვირთბა....