მთავარი ციტატა

“სახელმწიფო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც ომეგასთან”

“მგონია, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადსახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამდენი ხელშეწყობა, ასე შემხვედრი ნაბიჯები არავისთან გადაგვიდგამს. სამართალს რაც შეეხება, სტოკჰოლმში არანაირი პროცესი არავის არ წაუგია. მე, როგორც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული რაღაც გადაწყვეტილების შეჩერება არბიტრის მიერ, ამას არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და მაგასაც ნახავთ ეს პროცესი სად მივა და ვინ მოიგებს. ამ დავაში სახელმწიფო და ფინანსთა სამინისტრო არის პირნათელი ისე, როგორც არასდროს. ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ხომ ვიცით, რომ კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ ამიტომაა რომ ამ ყველაფერს იგონებთ”

ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრი

შეგახსენებთ, რომ  დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს უსმენენ.

იტვირთბა....