კიმ ჩენ ინს ხვალ რუსეთში ელოდებიან. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვლადივოსტოკში გაემგზავრა, სადაც ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა 25 აპრილს გაიმართება.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები ვლადივოსტოკის უნივერსიტეტის კამპუსში შედგება.
ინფორმაციას რუსეთში კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ ჩრდილოეთ კორეის სახელწიფო მედიასაშუალებებიც ადასტურებენ. ის ფხენიანიდან ტრადიციულად დაჯავშნული მატარებლით გაემგზავრება.
წინასწარი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან ერთად, რუსეთში 230-კაციანი დელეგაცია ჩავა.