ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ არ გვითქვამს, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიას ვცვლით” – გოგიტა თოდრაძე

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხდა, რომ  მათ არ უთქვამთ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიის ცვლილებაზე.

მისი თქმით, საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოლოგიის შეცვლა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე არ არის დამოკიდებული.

„ამის შეცვლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ მინიმალურ სასურსათო კალათაზეა დაფუძნებული. თუ მინიმალური სასურსათო კალათის შემადგენლობა შეიცვლება, ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებების განხორციელება ჩვენც მოგვიწევს, რადგანაც საქსტატი ამ შემთხვევაში ახორციელებს იმ მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულების შეფასებას“, – აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ, რომლის განცხადებითაც, საქსტატის კარი, როგორც ექსპერტებისთვის, ასევე ნებისმიერი მომხმარებლისთვის ღიაა.

რაც შეეხება კითხვას, შეიძლება საკმარისი იყოს თუ არა საარსებო მინიმუმი, რომელიც 2019 წლის მარტის თვის მონაცემებით, ოთხსულიანი ოჯახისთვის 321 ლარს შეადგენს, გოგიტა თოდრაძემ უპასუხა, რომ ეს არასწორი შეკითხვაა.

„ეს არასწორი შეკითხვაა. საარსებო მინიმუმი არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც განსაზღვრავს თანხა არის საკმარისი თუ არა. საარსებო მინიმუმი თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არის იმ ფიზიოლოგიურად აუცილებელი ნორმების გათვალისწინებით, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების სახით გამოხატული ენერგეტიკული ღირებულება, რომელიც საკმარისი კი არა, აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა სიცოცხლის უნარი შეინარჩუნოს“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

იტვირთბა....