“დღეს გამოქვეყნდა კვლევა, რომ 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა გაზრდილია, რისი მთავარი გამომწვევი მიზეზიც, ალბათ, საწვავია. მე ვფიქრობ, ეს ძალიან საგანგაშოა. საწვავზე აქციზის ზრდა რომ მოხდა, ხარისხის ზრდა რატომ არ ხდება? გამოდის პოლიეთილენი იყო ყველაზე მთავარი ამ ქვეყანაში ეკოლოგიის დამაბინძურებელი და საწვავი არაფერ შუაში არ ყოფილა, რადგან ამ მიმართულებით არანაირი ნაბიჯები არ იდგმება, არაფერის კონტროლი არ ხდება, მარტო აქციზის ზრდა ხდება და მე კარგად მახსოვს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვდიოდით, ვიძახდით, რომ საწვავში 1 ლარი სააკაშვილის არისო. მაინტერესებს ახლა ეს 1 ლარი აქციზში წავიდა თუ ვიღაცის ჯიბეში წავიდა ისევ?!“
დავით ჭიჭინაძე