ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შრი ლანკაში, აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 321-მდე გაიზარდა

შრი ლანკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 321-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 500-ია.
ჯერჯერობით, თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, 3 ეკლესიასა და 4 სასტუმროში აფეთქებები შვიდმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. პოლიციამ გამოძიების ფარგლებში 40 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი სირიის მოქალაქეა.

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, თავდასხმას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელწერა აქვს.

აღსანიშნავია, რომ შრი ლანკას გამოძიებაში დახმარება აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა შესთავაზეს.

კვირას, 21 აპრილს აღდგომის დღესასწაულზე, შრი ლანკაში აფეთქება სამ ეკლესიასა და ოთხ სასტუმროში მოხდა.
ერთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს აეროპორტთან, თუმცა მისი განაღმვა მოასწრეს.

იტვირთბა....