„ევროპული საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინადადებას, ფინჯან ყავაზე შეხვედრასთან დაკავშირებით, დათანხმდა.
პარტიის წევრი, ელენე ხოშტარია მინისტრს საკუთარი ხელით მოდუღებულ ყავას სთავაზობს და დასძენს, რომ თუ მინისტრს პარლამენტში მისვლა აშინებს, შეხვედრა არაფორმალური იქნება, თუმცა გახარია მწვავე შეკითხვებზე პასუხს, თავს ვერ აარიდებს.
„დღეს შს მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს, ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტსა და პარლამენტში მოსვლა, მინდა შევთავაზო, ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა, ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და კითხვებს გასცეს პასუხი”, განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსნებთ, გუშინ, 22 აპრილს შს მინისტრმა განაცხადა, რომ თუ “ევროპული საქართველოს” რომელიმე ლიდერს სურს დამატებით მისი ნახვა, შეუძლიათ დაპატიჟონ ყავაზე.