“ძალიან შემაშფოთებელ იყო გუშინდელი დღე. არ ვიცი, ამის მერე, როგორ დარჩა ხალხი ხუმრობისა და ღლიცინის ხასიათზე. იმიტომ, რომ ძალიან მძიმე სურათი დაიხატა. ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. მე წარმოდგენა შემექმნა, რომ საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ რა არის პანკისის ხეობა, ამ ხალხს ვინც პოლიტიკას ქმნის. ბატონი გახარია გამონაკლისია, რომელიც ჩემზე ადეკვატურ შთაბეჭდილებას ტოვებს ხელისუფლებიდან. ის არის შინაგან საქმეთა მინისტრი და სანამ შინაგან საქმეთა მინისტრის ჩასარევი გახდება პროცესი, მანამდე პოლიტიკოსები რისთვის არსებობენ. ხომ არ შეიძლება ყველა განგაშზე გაგზავნო შს მინისტრი, მისი იმედი გქონდეს, რომ ბრძენიც ის იქნება, ფიქრის პატრონიც, განსჯის უნარიც მას ექნება, გადაწყვეტილების მიმღებიც ის გახდება და პოლიტიკის შემქმნელიც ის იქნება. მაშინ, საერთოდ გავაუქმოთ სხვა სამინისტროები”.
დავით მაღრაძე, „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი