მთავარი პოლიტიკა ციტატა

თინა ხიდაშელი: “რა თქმა უნდა, ასეთი ემოციური დაძაბულობის დროს, ის (რუსეთი) მოგებული რჩება”

“საერთოდ, ნებისმიერი მოქმედების დროს, როდესაც ემოციები მძაფრია და საზოგადოებაში აზრის ბუნებრივ გახლეჩას იწვევს, ვიღაცა ამ დროს მოგებული რჩება. ამას არ სჭირდება დიდი ფილოსოფიური ტრაქტატების დაწერა. როდესაც ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, როდესაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად მოწინააღმდეგე მტერი გყავს და არის სახელმწიფო, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ძირი გამოუთხაროს შენ სახელმწიფოებრიობას, რა თქმა უნდა, ასეთი ემოციური დაძაბულობის დროს, ის მოგებული რჩება. მის შესაძლებლობებში, რაც არის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროვოცირების ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იყოს და ემოცია კიდევ უფრო მძაფრი”.

თინა ხიდაშელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი

იტვირთბა....