“ვენეციის კომისიას არ უთქვამს, რომ სასამართლოს ნდობა არ აქვს. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ მოისმინა ისეთი, მოსაზრებები, რომ იუსტიციის საბჭოს დაბალი ნდობა აქვს. ეს მოისმინა იმ შეხვედრებიდან, რომელიც დასკვნის გამოქვეყნებამდე გამართა. იცით, რომ ჩამოსული იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენლობა, რომლებმაც შეხვედრები გამართეს. ზოგიერთ შეხვედრაზე ვენეციის კომისიამ მოისმინა ასეთი მოსაზრებებიც, რომ საბჭო დაბალი ნდობით სარგებლობს – ეს ეწერა და ასე უნდა გადმოვცეთ და არა, ისე, რომ ვენეციის კომისიამ იქ, აპრიორი ჩაწერა – სასამართლო სისტემას აქვს დაბალი ნდობა. არა, ეს ცრუ ინფორმაციაა და ტყუილია. ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი ფორმით ვრცელდება ნაბეჭდი დოკუმენტი, რომელიც ყველას შეუძლია წაიკითხოს“.
გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი