ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სერგეენკო პანკისში დაშავებულებზე: პაციენტების უმრავლესობა ეწერება

“ამ საათების განმავლობაში პაციენტების უმრავლესობა ეწერება”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ
პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებული მოვლენების შედეგად დაშავებულებზე საუბრისას განაცხადა.

“ამ საათების განმავლობაში პაციენტების უმრავლესობა ეწერება. რჩება ორი პაციენტი. ორივე მათგანი სამართალდამცავია. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა კიდევ სჭირდებათ მეთვალყურეობა. ისინი შეიძლება თბილისში გადმოვიყვანოთ. დანარჩენების მდგომარეობა, საბედნიეროდ, სტაბილურია. უკვე ბინაზე ეწერებიან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პანკისის ხეობაში მომხდარი დაპირისპირებისას 55 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....