დღეს დილით, ქობულეთში ზღვამ დელფინი გამორიყა. ზღვის ბინადარი სანაპიროზე ერთ-ერთმა დამსვენებელმა სეირნობის დროს აღმოაჩინა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც თვითმხილველმა განაცხადა, ჯერ ადგილზე შესაბამისი სამსახურები არ გამოჩენილან.
ფოტო: პირველი არხი