ახალი ამბები მთავარი ციტატა

“მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ დაუსაბუთებელი ინფორმაციით და ეს ატარებს ძალიან ცუდ ხასიათს”

„ჰესის შესახებ გარემოსდაცვითი ნებართვა გაცემულია 2017 წელს. ეს ნებართვაც ითვალისწინებდა მოსახლეობასთან კომუნიკაციას, რომელშიც მათ შორის იყო ჩემი მოადგილეც ჩართული. თუმცა არიან ძალები, ვისაც მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ დაუსაბუთებელი ინფორმაციით და ეს ატარებს ძალიან ცუდ ხასიათს. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ, რომ დღესაც, ხვალაც და ნებისმიერ დროს ჩვენი სამინისტროს კარი ღიაა და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ეს საკითხები განვიხილოთ. ნებართვა ძალაშია, მაგრამ მაინც მზად ვართ მოსახლეობას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, კალმახს და ასე შემდეგ. ჩვენ აუცილებლად გვექნება მოსახლეობასთან კომუნიკაცია. საუბარი არ არის აქ ჰესი აშენდება თუ არ აშენდება, საუბარია იმაზე, რომ სხვა ნებართვებით არსებობს ხეობაში გაცემული ინვესტორის მიმართ და ინვესტორი გააგრძელებს მუშაობას. კონკრეტულად სოფელში არსებულ ჰესთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება დამატებითი კომუნიკაცია“.

 

ლევან დავითაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

იტვირთბა....