ახალი ამბები

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს მოკვლით დაემუქრა ზაზა სვანაძე, დღეს ძალიან განვიცდი”

“ჩემს ცხოვრებაში კაცის დაჭერა არც გამიფიქრებია,მთელი ცხოვრება პატიმრების დაცვაში ვიყავი და რაც მე სიკეთე მიკეთებია იმ ყოფილმა პატიმრებმა იციან! მე დედა ვარ ჯერ და მერე მოქალაქე, მერე ჟურნალისტი, მერე მეგობარი! მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს მოკვლით დაემუქრა ზაზა სვანაძე და დაკავებულია მუქარის მუხლით, დღეს ძალიან განვიცდი, მასაც ჰყავს დედა და ამაღამ მასაც არ ძინავს! თუ სასამართლოზე მომეცა საშუალება, აუცილებლად ვიტყვი, რომ ყველაზე მსუბუქი ზომები იქნას მიღებული მის მიმართ! ვნების კვირა იწყება და მე მიპატიებია თუ თვითონ ინანიებს თავის საქციელს! ესაა გულიდან ამოსული ჩემი სიტყვები და დავწერე რასაც ვფიქრობ! კანონი არ იქნება მკაცრი დარწმუნებული ვარ, ჭკუა კი ყველამ უნდა ისწავლოს! ეს გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, უნდა დამთავრდეს ოჯახის უდანაშაულოო წევრებზე შეხება! მე ერთი სიკვდილი მაშინ დავამთავრე, როცა იმ საშინელ სიტყვებს ვკითხულობდი, გავიყინე ადგილზე, ფაქტიურად ეს ყოფილა სიკვდილი!“.

ნინო ჯღარკავა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

იტვირთბა....