უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. მოსახლეობამ არჩევანი მოქმედი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და მსახიობ ვლადიმირ ზელენსკის შორის უნდა გააკეთოს.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 31 მარტს გაიმართა, ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24% მიიღო, პეტრო პოროშენკომ კი, 15,94%.
უკრაინაში პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბანი გახსნილია საქართველოშიც.