“კობახიძე, ყველა უბედურებასთან ერთად, განსაკუთრებული ბრიყვია.
გუშინდელი განცხადებით პირდაპირ დააკავშირა სასამართლოში მიმდინარე პროცესები რუსთავი-2-ის საქმესთან, რითაც ოპონენტებს ოქროს არგუმენტი ჩაუგდო ხელში. აფექტით გამოწვეული პოლიტიკური სუიციდის კლასიკური ნიმუში…”
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი; სოციალური ქსელი;
“რუსთავი 2″ არის ზუსტად საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს მათ შორის, წართმეულ ქონებებს, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, – განაცხადა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ.