ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ქართული ოცნების” ერთმა დეპუტატმა, გაბედა და ამის წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ ოპოზიციას დაუჭირა მხარი”

“დღევანდელ სხდომაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ “ქართული ოცნების” ერთმა დეპუტატმა, გაბედა და ამის წინააღმდეგ მისცა ხმა, ანუ ოპოზიციას დაუჭირა მხარი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ამას მხარი არ დაუჭირა. უმრავლესობის რამდენიმე ყოფილმა წევრმაც ამის წინააღმდეგ მისცა ხმა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და საბოლოო ჯამში, ყველა დეპუტატი მივა იმ აზრამდე, რომ დედაქალაქის წინააღმდეგ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა არ მიიღონ. საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა იმას, რომ დეპუტატ ბექა ოდიშარიას, კალაძის მეგობარს, 20 ლარად რომ ჰქონდა კვადრატული მეტრი ნაყიდი, 1700 ლარი გადაუხადოს ახლა თბილისის მერიამ. ჯამში, 200 000 ლარად რომ შეიძინა ქონება რამდენიმე წლის წინ, დედაქალაქის მერია დღეს უხდის 5 მილიონ 600 000-ს. ესე იგი, რიგ შემთხვევაში, 86-ჯერ მეტს უხდის კვადრატულში. აქ ცალსახად ჩანს, კორუფციული გარიგება. მათ შორის, ნეპოტიზმი. ოდიშარია კალაძის მეგობარი, რომ არის ადასტურებს კალაძე და ასევე, „ქართული ოცნების“ დეპუტატია და არის უპირატესი. იმიტომ, რომ მან მშენებლობის უფლება მიიღო იქ, სადაც მხოლოდ დაჯდომა შეიძლებოდა. როცა იყიდა ოდიშარიამ ეს მიწა, ეს იყო ლანდშაფტური ზონა, სადაც არანაირი მშენებლობა არ შეიძლებოდა”.

 

ლევან ხაბეიშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი

იტვირთბა....