ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამუშაო ჯგუფი, მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის”

მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოში შეიქმნა სამუშო ჯგუფი, რომელიც მედიაში სიძულვილის ენისა და ეკლესიის მიმართ კრიტიკულ განცხადებებს შეისწავლის.

აღნიშნული განცხადება მან “პალიტრანიუსთან” საუბრისას გააკეთა.

“ვაპირებთ, საერთაშორისო გამოცდილებას ანალიზი გავუკეთოთ, იქ როგორ ხდება სატელევიზიო სივრცის დარეგულირება ისე, რომ იქიდან ასეთი ოდენობით აგრესია, ძალადობა, უხამსობა არ მოდიოდეს”, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე: მიმართავენ თუ არა პარლამენტს, თუნდაც კანონის დონეზე, მამა ანდრია ჯაღმაიძემ უპასუხა, რომ ეს ასე იქნება.
“თუ ეს ჯგუფი ეფექტურად იმუშავებს, აქამდე მივალთ,” – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

იტვირთბა....