“ერთადერთი მინდა დავამატო, მიუხედავად იმისა რომ ხანმოკლე იყო ჩემი და გიორგი ქობულიას თანამშრომლობა, მე მასში დავინახე ძალიან ძლიერი ეკონომისტი, ძალიან კარგი ანალიტიკოსი, ძალიან კარგი სტრატეგი, რაც ბუნებრივია მისი გავლილი გზიდან გამომდინარე.
ჩვენ ვთანამშრომლობდით მთელი რიგი სტრატეგიების შემუშავებაში. კერძოდ, მე ენერგეტიკული მიმართულება მევალებოდა სამინისტროში და ბუნებრივია ის ენერგეტიკული რეფორმა, რაც დაწყებულია ერთობლივად შევიმუშავეთ”,
ნათია თურნავა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ თანამდებობიდან გათავისუფლდა ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.