ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როცა მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი” – კაპანაძე

აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ ნათია კაპანაძემ პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით ეს შედეგი მოსალოდნელი იყო.

“მაშინ, როცა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა გაქვს, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი, შესაბამისად, ეს შედეგიც” – განაცხადა ნათია კაპანაძემ

ჟურნალისტების შეკითხვას, იყო თუ არა პროცესი მართული, კაპანაძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო შემთხვევითი, თუმცა, შედეგიდან გამომდინარე ვხვდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკა, ჩვენი დამოუკიდებლობა არ უნდათ ადამიანებს.“

ნათია კაპანაძის განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს და კონკრეტულ საკითხებზეც ამ პროცესის დროს ისაუბრებს.

მისივე თქმით, თავი მომავალშიც საზოგადოებრივ მაუწყებელში წარმოუდგენია.

შეგახსენებთ, ხუთწევრიანმა მრჩეველთა საბჭომ, ოთხი ხმით ერთის წინააღდმეგ, ნათია კაპანაძე დღეს გადააყენა.

იტვირთბა....