ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

ხიდაშელი – ნათია კაპანაძე მუდამ თავაწეული ივლის და მის წარმატებას ოცნება ვერ შეაჩერებს

“უზნეობის მორიგი ფურცელი დაიწერა დღეს!
საკუთარი მმართველობის ისტორიისთვის კიდევ ერთი სამარცხვინო ნაბიჯი გადადგა ოცნებამ. Natia Kapanadze მუდამ თავაწეული ივლის და მის წარმატებას ოცნება ვერ შეაჩერებს.

ქვეყანა კი იყავი მონა და მლიქვნელი ლოზუნგით მაღალი სიჩქარით მოძრაობს და უფსკრულში გადასაჩეხად ემზადება.

ყველა წესიერი ადამიანი რომელიც ოცნებაში შემორჩენილია ყოველ დილას და საღამოს სწორედ ამ ზნეობრიობა-უზნეობის ზღვარზე დადის. მკვეთრი პოზიციონირების გარეშე ეს ზღვარი უცებ შეიძლებაშემოგეცალოთ.

ამ კაცთამ ყოფნით საკუთარ ღირსებას ეთამაშებით, მაგრამ ეს რა მოსატანია როცა ქვეყანა გეცლებათ ხელიდან.

მიუხედავად ათეულობით მაგალითისა რომელიც 7 წლის მანძილზე შეიქმნა თუ მაინც გჯერათ რომ გააგებინებთ, შეაცვლევინებთ იცოდეთ უიმედოა. თუ მაინც არ დაიჯერებთ ერთ დღეს შესაძლოა უბრალოდ გაგანადგურონ. ამის მეთოდები კი ბევრნაირი იცის ივანიშვილმა და ბევრი საჯაროდ განახორციელა უკვე”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი;

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.

კაპანაძე საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

 

 

იტვირთბა....