Virgin Australia-ს თანამშრომლებმა, ფრენისწინა შემოწმების დროს, თვითმფრინავის ძრავში ბუ იპოვეს. ინჟინრებმა ის უვნებლად გამოიყვანეს და ველურ ბუნებაში დააბრუნეს.
ავიაკომპანიამ მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

“პატარა, საყვარელი ბუ ვიპოვეთ ფრენისწინა შემოწმებისას, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ჩვენმა ინჟინრებმა ის ველურ ბუნებაში დააბრუნეს. თქვენ ყველაზე უცნაურ ადგილას სად გაგიღვიძიათ”, – წერს ავიაკომპანია.
