“დღეს ინგასთან ძალიან ავღელდი და ყველას მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემი აწეული ხმისთვის. ნანა კაკაბაძე ჩემი საყვარელი ადამიანია და მისგანაც ამიტომ ძალიან მეწყინა, როცა თქვა რომ მურუსიძის წინააღმდეგ აგორებენ კამპანიას ის კრიმინალებიო, რომლებიც ქულების დაწერას ცდილობენო. დღეს მურუსიძის და ამ ტოტალური უსამართლობის წინააღმდეგ ვართ ყველანი, ვისაც გვაღელვებს ამ ქვეყნის ბედი და სამართლიანობა. სამართლიანობა იმიტომ არ აღდგა რომ ბიძინა ივანიშვილმა ისევ ამ კლანს დაუტოვა სასამართლო ხელისუფლება; ახლა ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ უსამართლობის წინააღმდეგ – ნანაც და ჩვენც. ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ რომ წყობიდან გამოვედი – მაგრამ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი – აქ დათმობის შანსი არ არის. კლანი ნამდვილად უნდა წავიდეს და ეს უსამართლობა უნდა დამთავრდეს. აზდაკის სამართალი უნდა აღსდგეს”!
ირაკლი კაკაბაძე