“როდესაც ერთი მხრივ იძახი, რომ ითვალისწინებ ვენეციის კომისიის დასკვნას და მეორე მხრივ სტრასბურგის სასამართლოში ადვოკატი ვინც იყო, ის ყოფილა მთავარი დამნაშავე. პროკურორი ვინც იყო, საქმე რომ წააგო იქ, თურმე ის ადამიანები ყოფილან იმ ადამიანების დამცველები, ვისი საქმეც იხილებოდა სტრასბურგში. როდესაც ასეთი სიგიჟე გვაქვს მოწყობილი. როდესაც ჩვენ სხვა რაღაცა გვეგონა აქამდე. მთელი ქვეყანა ვცხოვრობდით იმ რეალობაში რომ ვიცოდით, რომ გირგვლიანს მისი ადვოკატი იცავდა.
უცბად სერიოზული სახით “ქართული ოცნება” სერიოზული სახით გვეუბნება, რომ თურმე გირგვლიანს იცავდა პროკურორი, რომელმაც სტრასბურგში წააგო საქმე, რომლის წინააღმდეგაც დაწერეს ისეთი რამ არც მანამდე და არც მას შემდეგ არ დაწერილა საქართველოში. და ასევე მოსამართლე. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და სხვა ვიღაცებს ნამუსი შეუნარჩუნონ”
იაგო ხვიჩია
ტელეკომპანია “კავკასია”