“როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა ტელევიზიით და შეეცადა დაეწუნებინა ადვოკატის ხელობა შალვა შავგულიძისთვის იყო ერთი თემა ნარატივის, რომელიც შემდგომ მდინარაძემ და ნაცვლიშვილმაც გააგრძელეს, რომ შალვა შავგულიძე ცუდი ადვოკატი იყო. შეიძლება, საერთოდ შეკრული იყო მაშინდელ ხელისუფლებასთან და შეგნებულად ცდილობდა არასწორი ნაბიჯები გადაედგა, რომ როგორმე ეს საქმე წაეგო. მაგრამ, როგოც ჩანს, ამ ნარატივმა არ გაჭრა და ვერც გაჭრიდა. რადგან ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს საქმე შალვა შავგულიძემ სტრასბურგში მოიგო. სწორი ყოფილა ის ტაქტიკა და სტრატეგია თუ საბოლოოდ პოზიტიური შედეგი მივიღეთ. აქედან გამომდინარე, ეს ნარატივი თავიდანვე განწირული იყო დამარცხებისთვის”.
სანდრო ბარამიძე, „თავისუფალი დემოკრატები“